ახალი რეგისტრაციები და ფინანსები

სასწავლო ცენტრებისთვის

ყველაფერი, რაცსასწავლო ცენტრსსჭირდება —ერთ სივრცეში

მოსწავლეები, ჯგუფები, დასწრება და მშობლები — ერთ სისტემაში, ქართულად. ექსელის ნაცვლად — ერთი ადგილი, სადაც ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა.

  • ქართული ინტერფეისი და მხარდაჭერა
  • 3 ენა ქართული, ინგლისური, რუსული
  • ერთი სისტემა ცენტრისთვის, მოსწავლისა და მშობლისთვის

ნებისმიერი მიმართულება

რასაც ასწავლით, აქ თავსდება.

მათემატიკა თუ ჭადრაკი, ცეკვა თუ რობოტიკა — ჯგუფები, ცხრილი და დასწრება ყველგან ერთნაირად მუშაობს.

პლატფორმა

ერთი სისტემა მთელი ცენტრისთვის.

ყველა მოდული ერთსა და იმავე მონაცემებზე დგას — ცხრილიდან დასწრებამდე, დასწრებიდან მშობლის ტელეფონამდე.

კალენდარი.

თვე, კვირა ან დღე — გაკვეთილს ერთი მოძრაობით გადაიტანთ, ახალს ცარიელ ადგილზე დაჭერით ამატებთ, დღეს კი მასწავლებლების ან ოთახების მიხედვით ყოფთ.

მთავარი ეკრანი.

რა ხდება ახლა, რა გელოდებათ და ვის აქვს ხშირი გაცდენები — ყველას თავისი, როლის მიხედვით.

ჯგუფები და დასწრება.

კვირის ცხრილი, ოთახები და მასწავლებლები, ონლაინ ჯგუფებისთვის კი — შეხვედრის ბმული. დასწრება ორი დაჭერით, შემცვლელი ერთ გაკვეთილზე, განრიგი — PDF-ად მშობლებისთვის.

დავალებები და პროგრესი.

ფაილები ჯგუფს, შეფასება „სუსტიდან“ „შესანიშნავამდე“ და თვის ჩანაწერი თითო მოსწავლეზე.

ჩატი.

ჯგუფის ჩატი და პირადი მიმოწერა — ფოტოებით, ფაილებით, ხმოვანი შეტყობინებებით და გამოკითხვებით. საჭიროებისას — წერა მხოლოდ სამუშაო საათებში.

მოსწავლეები, მშობლები, პერსონალი.

ერთ გვერდზე — ფილტრები, ძებნა, CSV იმპორტი და ექსპორტი, ოჯახების მოწვევა SMS-ით.

ცვლილებები.

მფლობელი და ადმინი ხედავენ, ვინ რა შეცვალა და როდის. მოსწავლეებისა და მშობლების ქმედებები არ აღირიცხება.

რეგისტრაციები.

ფორმას შაბლონიდან ააწყობთ და ბმულით, QR კოდით ან პოსტერით გააზიარებთ. განაცხადები ერთ ადგილას გროვდება და იქიდანვე გადადის მოსწავლის ჩანაწერად.

ფინანსები.

ოჯახების გადასახდელი: თვის ფასი, კურსის ფასი ან გადახდა გაკვეთილების მიხედვით, საჭიროებისას — მოსწავლის საკუთარი ფასით. თანხა ავტომატურად ერიცხება, სიაში კი ჩანს, ვის რამდენი აქვს გადასახდელი და როდიდან.

ცენტრის გვერდი.

სამუშაო საათები, დასვენების დღეები, ფოტოები და რამდენიმე სიტყვა ცენტრის შესახებ — მშობლები ყველაფერს აპში ხედავენ.

გადახდები.

ინვოისები პორტალში და დაკეტვის პერიოდები — როცა ცენტრი ისვენებს.

ვისთვის

ყველას — ზუსტად თავისი.

მფლობელი, ადმინი და მასწავლებელი ხედავენ მხოლოდ იმას, რაც მათ საქმეს სჭირდება. ოჯახებისთვის — აპი.

მთელი ცენტრი ერთ ეკრანზე

  • მოსწავლეები, მშობლები, პერსონალი და ჯგუფები — ერთი შეხედვით
  • ფინანსები: ვის რამდენი აქვს გადასახდელი და რა შემოვიდა
  • ცვლილებები: ვინ რა შეცვალა და როდის
  • გადახდები და დაკეტვის პერიოდები — მხოლოდ მფლობელს
  • ადმინების დანიშვნა და კომპანიის მონაცემები

ერთ სისტემაში

ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია.

გაკვეთილი ცხრილიდან, დასწრება გაკვეთილიდან, შეტყობინება — გაკვეთილის მასწავლებლისგან.

  • ყველაფერი ყველა მოდული და ყველა როლის თანამშრომელი
  • 3 ენა ქართული, ინგლისური და რუსული
  • 0 ინსტალაცია — ბრაუზერი საკმარისია
  • 1 SMS თითოეულს — და ოჯახი აპშია

კონფიდენციალურობა — პირველი დღიდანვე.

  • საუბრები — მონაწილეებისთვის

    საუბარს არავინ კითხულობს, ვინც მასში არ მონაწილეობს — მფლობელიც კი.

  • ყველა როლს — თავისი წვდომა

    მასწავლებელი ხედავს საკუთარ ჯგუფებს, მშობელი — საკუთარ შვილს.

  • ოჯახები ცვლილებებში არ ჩანან

    ცვლილებები აღრიცხავს მხოლოდ პერსონალის ქმედებებს — მოსწავლეებისა და მშობლების არასოდეს.

მობილური აპი

ოჯახებს თავისი აპი აქვთ

ცენტრი მუშაობს პორტალში, მოსწავლე და მშობელი — აპში. შესვლა ტელეფონის ნომრით, პაროლის გარეშე.

  • გაკვეთილები და ცვლილებები კვირის გაკვეთილები, გადატანები და შემცვლელი მასწავლებელი მასწავლებლის ჩანაწერით, ონლაინ გაკვეთილისთვის კი — ბმული.
  • დავალებები და შეფასება დავალებები და განცხადებები მასწავლებლის ფაილებით, მასწავლებლის შეფასება და მოსწავლის მონიშვნა „შესრულებულია“.
  • ჩატი ჯგუფის ჩატი და პირადი მიმოწერა მასწავლებელთან.
  • დასწრება და პროგრესი ბოლო 60 დღის დასწრება და თვის ჩანაწერები.
  • შეხსენებები მოსწავლეს გაკვეთილის წინ შეხსენება მოსდის, ცხრილი კი ტელეფონის კალენდარშიც ჩანს.
  • მიღწევები ზედიზედ დასწრებული გაკვეთილები და ჯილდოები — მოსწავლეებისთვის.
ერთი აპი — ყველა ბავშვისთვის მშობელი ერთი დაჭერით გადადის ერთი ბავშვიდან მეორეზე და თითოეულის გაკვეთილებს, დავალებებსა და ჩატებს ხედავს.
მასწავლებლებისთვისაც შედიან პორტალის ელ-ფოსტითა და პაროლით: ხედავენ თავის გაკვეთილებს, ნიშნავენ დასწრებას, წერენ ოჯახებს და ამუშავებენ ახალ განაცხადებს.

დაწყება

სამი ნაბიჯი სრულ სურათამდე

არც ინსტალაცია გჭირდებათ და არც ტრენინგი — მხოლოდ ბრაუზერი. ხშირ კითხვებზე პასუხებსა და მოკლე ვიდეოებს კი პორტალის „დახმარება“-ში ნახავთ.

  1. გახსენით ცენტრი სისტემაში

    ცენტრის მონაცემები და გუნდი — მფლობელი, ადმინი, მასწავლებელი — თითოეული თავისი უფლებებით.

  2. შეიყვანეთ მოსწავლეები და ჯგუფები

    სია ატვირთეთ CSV ფაილით ან შეიყვანეთ ხელით; ჯგუფს მიაბით მასწავლებელი და ცხრილი.

  3. მოიწვიეთ მოსწავლეები და მშობლები

    თითო SMS — და მოსწავლე აპში ხედავს გაკვეთილებს, დავალებებსა და ჩატებს, მშობელი კი — დასწრებასა და პროგრესსაც.