რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები ქვემოთაა. სხვა რამ თუ გაინტერესებთ, მოგვწერეთ.
support@agelios.geწერილში მიუთითეთ ნომერი, რომლითაც აპში შედიხართ.
როგორ შევიდე აპში?
აპში ცენტრის მოწვევით შედიხართ. შეიყვანეთ ნომერი, რომელზეც მოწვევა მიიღეთ, შემდეგ კი SMS‑ით მოსული კოდი. პაროლი არ დაგჭირდებათ.
აპში ვერ შევდივარ
დარწმუნდით, რომ შედიხართ იმ ნომრით, რომელზეც მოწვევა მოვიდა. ნომერი თუ შეგეცვალათ, სთხოვეთ ცენტრს, ახალი ჩაგიწეროთ. კოდი თუ არ მოვიდა, 45 წამის შემდეგ ხელახლა მოითხოვეთ.
როგორ გადავერთო სხვა შვილზე ან ცენტრზე?
სხვა შვილზე გადასასვლელად დააჭირეთ ბავშვის სახელს ეკრანის ზედა ნაწილში. ცენტრს კი პროფილიდან შეცვლით.
განრიგში ან დასწრებაში შეცდომა ვნახე
განრიგს, დასწრებასა და დავალებებს ცენტრი ავსებს, ამიტომ გასწორებაც მისი საქმეა. მიწერეთ მასწავლებელს ან დაუკავშირდით ცენტრს.
როგორ წავშალო ანგარიში?
ანგარიშს ცენტრი გიხსნით, ამიტომ წაშლაც ცენტრს უნდა სთხოვოთ. თუ პასუხი არ მიიღეთ, მოგვწერეთ — დაგეხმარებით.